ინფორმაცია ბიზნესის საიმედო პარტნიორია                              ინფორმაცია ბიზნესის საიმედო პარტნიორია                              ინფორმაცია ბიზნესის საიმედო პარტნიორია                              ინფორმაცია ბიზნესის საიმედო პარტნიორია                              ინფორმაცია ბიზნესის საიმედო პარტნიორია
  • ჩვენს შესახებ



    www. checkinfo.ge–ს საინფორმაციო ბაზის შექმნის მიზანი და ამოცანები.


    www. checkinfo.ge–ს შექმნის საფუძველია მეწარმე ფიზიკურ და იურიდიული პირების და მათ შორის შრომითი ურთიერთობების და სამეწარმეო საქმიანობის პროცესში ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაციების შეგროვება–განთავსება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შ.პ.ს. „ჩეკინფოს“ მიერ დადგენილი პირობებით.


    შ.პ.ს. „ჩეკინფოს“ მიზანია საქართველოში ჩამოყალიბებული პოზიტიური ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების და სამომავლო შრომითი თუ სამეწარმეო ურთიერთობების დაგეგმვის სისტემატური სრულყოფის ხელშეწყობა. ბიზნესში წლების განმავლობაში პრაქტიკულად გამოვლენილი და მიმდინარე დარღვევების პრევენციის მიზნით განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ www. checkinfo.ge–ს აბონენტისათვის, რომლებსაც არ ექნებათ ამ ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემის ან საჯაროდ გამოქვეყნების უფლება. ამასთან განსხვავებული იქნება www. checkinfo.ge-ზე განსათავსებელ და მოსაპოვებელ ინფორმაციებზე წვდომა მეწარმე ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირებისთვის ერთის მხრივ და მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის მეორე მხრივ. ამ უკანასკნელთთავის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ „ჩემი ჩეკინფო“-ს პირობებით დარეგისტრირების შედეგად.

    www. checkinfo.ge–სთან თქვენი პარტნიორობა ნიშნავს:


    –თქვენთან ერთად ზრუნვას საერთაშორისო არენაზე საქართველოს იმიჯის ამაღლებისათვის.


    –პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს შორის ნდობის მაღალი ხარისხის ჩამოყალიბებას.


    –საქართველოში ინვესტიციების მოცულობების გაზრდას და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.


    – მომავალში სასამართლო დავების რისკების შემცირებას პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს შორის, ბიზნეს ან/და შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების გამო.


    საქართველოში www. checkinfo.ge–ს განვითარება ხელს შეუწყობს ბიზნესის და შრომითი ურთიერთობების ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბებას. მეწარმეთა პასუხისმგებლობის ამაღლებას და გაუთვალისწინებელი რისკების თავიდან აცილებას შრომითი დასაქმების თუ სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილად დაგეგმარების პროცესში, მომავალში ბიზნესპარტნიორის სწორად შერჩევასა და ურთიერთობების განვითარებაში.


    P.S — შპს „ჩეკინფოს“ ადმინისტრაცია მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.